ცენტრი და პერიფერია:
პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ენობრივი სივრცის ადაპტაცია თანამედროვეობაში


თეზისების წარმოდგენის წესები:


კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენების თეზისები უნდა გამოაგზავნონ როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ან ფრანგულ ენებზე. თეზისებს თან უნდა ახლდეს ავტორის CV (მაქსიმუმ 150 სიტყვა).

 

თეზისების გაფორმების წესი

  • მოხსენების თეზისები უნდა შეიცავდეს დაახლოებით 300-400 სიტყვას;
  • შრიფტი: Sylfaen;
  • შრიფტის ზომა: 12;
  • სტრიქონებს შორის მანძილი: 1.5 სმ;
  • სათაური: ცენტრში, შრიფტის ზომა: 16, Bold (მუქი შრიფტით)
  • ავტორის სახელი, გვარი, კვალიფიკაცია, დაწესებულება, აკადემიური თანამდებობა - ცენტრში, შრიფტის ზომა 14;
  • ველები: მარჯვენა ველი - 2.5 სმ, მარცხენა ველი - 2.5 სმ, ზედა ველი - 2.5 სმ, ქვედა ველი - 2.5;

 

ძირითადი სამუშაო ენაა ფრანგული.

ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია ქართულ და ინგლისურენოვანი მოხსენებები.

 

კონფერენციის თეზისები გთხოვთ, გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 2023 წლის 30 იანვრისა

თეზისები უნდა დარეგისტრირდეს საიტზე:  https://centreetperipheries.tsu.ge/  (მარჯვენა მხარეს მოცემულია სარეგისტრაციო ფანჯარა).

თეზისები გადაირჩევა. საკონფერენციოდ მიიღება სამეცნიერო კომიტეტის რეცენზირების შედეგად შერჩეული მოხსენებები.

საორგანიზაციო კომიტეტი მონაწილეს შედეგს აცნობებს 2023 წლის 28 თებერვლამდე.

კონფერენციაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 60 ლარს, თანხა მოიცავს კონფერენციის ორგანიზებისა და მასალების ბეჭდვის  ხარჯებს.

კონფერენციის ორგანიზატორი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლებისთვის  კონფერენციაში  მონაწილეობა უფასოა.

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებების დოქტორანტებისთვის კონფერენციაში  მონაწილეობა უფასოა.

მსურველთათვის დასკვნით გალა ვახშამში მონაწილეობის თანხა შეადგენს 110 ლარს.


რეგისტრაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | კონტაქტი | საავტორო უფლებები